წარმოგიდგენთ კომპანია BLG-ის ერთ-ერთ წამყვან პროდუქტს HRMS-ს, რომელიც ორგანიზაციებს პერსონალის მართვის ფუნქციის განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანაში ეხმარება.
Microsoft-ის პარტნიორი, კომპანია BLG, საქართველოში 2011 წლიდან მოღვაწეობს. პროგრამირების სფეროში დიდი არჩევანის მიუხედავად, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი საიმედო ინსტიტუციონალურ პარტნიორს ანიჭებს უპირატესებას.
(Human Resources Management System – HRMS) შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ქართული რეალობის გათვალისწინებით. სერტიფიცირებულ HR ექსპერტებთან თანამშრომლობით მოხდა პროგრამის სრულყოფა.
BLG-ის პროდუქტი (პერსონალის მართვის პროგრამა) დანერგილია და აქტიურად გამოიყენება 10-ზე მეტ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში.