მოგესალმებით,
გვინდა წარმოგიდგინოთ კომპანია BLG-ის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი HRMS, რომელიც ორგანიზაციებს პერსონალის მართვის ფუნქციის განვითარების ახალ საფეხურზე გადაყვანაში ეხმარება.
Microsoft-ის პარტნიორი, კომპანია BLG, საქართველოში 2011 წლიდან მოღვაწეობს. პროგრამირების სფეროში დიდი არჩევანის მიუხედავად, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი საიმედო ინსტიტუციონალურ პარტნიორს ანიჭებს უპირატესებას და შესაბამისად BLG-ის პროდუქტი (პერსონალის მართვის პროგრამა) დანერგილია და აქტიურად გამოიყენება 10-ზე მეტ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში.
პერსონალის მართვის პროგრამა (Human Resources Management System – HRMS) შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ქართული რეალობის გათვალისწინებით. სერტიფიცირებულ HR ექსპერტებთან თანამშრომლობით მოხდა პროგრამის სრულყოფა. ამჯერად მისი საშუალებით ავტომატიზირებულია როგორც საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციები, ისე შერჩევის, შეფასების, სწავლების, დროის აღრიცხვის, კომპენსაციების და შიდა კომუნიკაციის პროცესები. პროგრამა მარტივი და მომხმარებლისთვის ადვილად მოსახმარია. პროგრამას გააჩნია არქივირების, ძებნის და რეპორტინგის ძლიერი მექანიზმი. HR მენეჯერების დახმარების მიზნით, პროგრამა ახორციელებს ავტომატური შეტყობინებების მართვას.
პროგრამის დანერგვის შემდეგ ორგანიზაციას:
1.ყველა ადამიანზე ექნება სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული ინფორმაცია, რომლის მოძებნა შესაძლებელი იქნება მომენტალურად
2.შემცირდება საკადრო კანცელარიაზე და სხვა HR ფუნქციების შესრულებაზე დახარჯული დრო და რესურსები
3.სხვადასხვა მოდულების ავტომატიზაცია (სტრუქტურა, ხელფასები, შერჩევები, სწავლება, შეფასება) დააჩქარებს და გაამარტივებს პროცესს, რასაც ჯამში დანახარჯების შემცირება და ხარისხის ზრდა მოყვება
4.შემცირდება ხელით შრომით გამოწვეული შეცდომები, მონაცემებს შორის შეუსაბამობა და გაურკვევლობები
5.შესაძლებლობა ექნება მარტივად და სწრაფად გაკეთდეს ანალიტიკური რეპორტები, რაც დაეხმარება მენეჯმენტს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
BLG-ის მუშაობის სტილი ითვალისწინებს კლიენტების ინდივიდუალური სპეციფიკის და მოთხოვნილებების შესწავლას, რის მიხედვითაც პროგრამული პროდუქტი განიცდის მოდიფიკაციას, ერგება კლიენტის საჭიროებებს და უფრო სასარგებლო ხდება მისთვის.
პროექტის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში BLG ახორციელებს უფასო ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს დახვეწოს მიღებული პროდუქტი და უფრო ნაყოფიერად შეძლოს მისი გამოყენება საქმიანობაში.
HR-ის პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს. კლიენტები უფასოდ ღებულობენ შეძენილი ვერსიის განახლებებს (update-ებს).
BLG იყენებს ფასდადების მოქნილ სქემას, რაც გულისხმობს ფიქსირებულ ფასად მომხმარებლების (user-ების) შეუზღუდავი რაოდენობის შეძენას. ეს განსაკუთრებულად კომფორტულია იმ კლიენტებისთვის, ვისი ბიზნეს პროცესებიც მოითხოვს პროგრამაში მრავალი სუბიექტის მონაწილეობას. პროგრამა შედგება რამოდენიმე დამოუკიდებელი მოდულისაგან, რომელთა შეძენა შესაძლებელია ინდივიუალურად, ან პაკეტებად. პაკეტის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სქემა.
HR სფეროს არაერთი ავტორიტეტი ადასტურებს, რომ BLG სთავაზობს კლიენტებს საუკეთესო ბალანს გადახდილ ფასსა და მიღებულ ჯამურ სარგებელს შორის, რაშიც ვგულისხმობთ პროგრამის პლატფორმას, ფუნქციონალს, გაფართოების შესაძლებლობებს, უფასო განახლებებს და მხარდაჭერას, დამატებითი სერვისებს, ოპტიმალური ვადებს და პროფესიონალურ მომსახურებას.
პატივისცემით,
ეკა აბულაშვილი
დირექტორი
მობილ.: (+995 99) 08 88 44
ემაილი: BLG@blg.ge, BLGGeorgia@blg.ge